|
2019-05-31 17:55:02, 1162 ნახვა
პოლიტიკა
ნაყოფია ჟვანიას: ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს ზუგდიდში მასობრივად ხდებოდა
„ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს მასობრივად ხდებოდა ზუგდიდში“, - ამ შეკითხვით ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, კობა ნაყოფიამ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს მიმართა. ნაყოფიას განმარტებით, საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეები და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად მონაწილეობდნენ. „არჩევნებამდე 150-მდე საჩივარია შესული მარტო ზუგდიდის ოლქში და 100 საჩივარია შესული არჩევნების დღეს. თქვენ ბრძანეთ, რომ სულ ჯამში 156 საჩივარია შესული მანამდე, ანუ აქედან 150 ზუგდიდია? თქვენი პასუხი, ჩვენ წერილობით მოგმართეთ ყველა კითხვაზე პასუხია ასეთი, საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა. ყველაფერზე სტანდარტული პასუხი გაქვთ, რომ შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა არსებობს სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც საჯარო მოხელეები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში და ზუგდიდში ეს ხდებოდა მასიურად, ნუთუ თქვენ ვერ აღმოაჩინეთ ერთი ფაქტი მაინც“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)