20:21 - 05 Aug, 2026
|
2019-05-31 15:59:59, 1163 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ენმ-ს: გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს
„გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს“ - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“. „როგორც მაცნობეს, ბატონი დავით კირკიტაძე გათავისუფლდა, მან აღიარა ბრალი და ბოდიში მოიხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გარეთ რომ გაბრძანდებით - იქნებ დააფიქსიროთ და დაადასტუროთ უერთდებით თუ არა ამ ბოდიშს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)