|
2019-05-31 15:56:10, 1050 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი გოგიჩაიშვილს: მე ვიყავი „აზარტული თამაშების შესახებ კანონის“ ინიციატორი და ყველაფერს აქვს ჩარჩო
სწორედ მე ვიყავი „აზარტული თამაშების შესახებ კანონის“ ინიციატორი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს და ყველაფერს ხომ აქვს ჩარჩო, როდესაც მე მესაუბრებით ამაზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ახლა პარლამენტში იხილება და ხაზი გაუსვა მისი დროულად მიღების მნიშვნელობას. „მე ვიყავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ კანონის ინიციატორი, რომელიც ახლა იხილება პარლამენტში. მოვუწოდებ ყველას, ეს კანონი არის რაც შეიძლება დროულად მისაღები. ხომ აქვს ყველაფერს ჩარჩო, მე დამაბრალო მსგავსი რამ, ადამიანს, რომელმაც ფინანთა მინისტრობისას გავაკეთე კანონპროექტიშ ინიცირება. მესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ საზოგადოება ყველაფერ უყურებს და ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)