|
2019-05-31 15:17:06, 963 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე ოპოზიციას: თავად მონაწილეობდით საპენსიო ფონდის წევრების შერჩევაში და ახლა კითხულობთ ვინ განკარგავს ამ თანხებს?!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპონენტების კითხვას, ვინ არიან საპენსიო ფონდის წევრები, რომლებიც მოსახლეობის თანხებს განკარგავენ, იაფფასიან პოპულიზამად აფასებს. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას შეახსენა, რომ ამ ადამიანების შერჩევაში თავად მონაწილეობდნენ. „თქვენ თითონ მიიღეთ მონაწილეობა ამ ხალხის შერჩევაში და ახლა სვამთ ამ კითხვას? გვარებიც ჩამოგითვალეთ ვინ იქნებიან ისინი. მოვიწვიეთ ყველაზე გამოცდილი ადამიანები. ახლა სვამთ ამ კითხვას?! პოლიტიკურ პოპულიზმსაც აქვს თავისი ზღვარი. ეკონომიკური პარამეტრები და პირდაპირი უცხოური ინვესიტიციები ახსენეთ შეკითხვებში. ციფრებს მაინც შეხედეთ და იქიდან მაინც ისაუბრეთ. 2017 წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საუკეთესო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2018 წელი იყო საუკეთესო საერთო ინვესიტიცების ნაწილში და კითხვა რაში მდგომარეობს? რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და იცით რატომ? იმიტომ, რომ იცით, რაზეც საუბრობთ და ამიტომ ვუწოდებ ამ ყველაფერს იაფფასიან პოპულიზმს. საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)