|
2019-05-31 15:13:34, 977 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ანაკლიის პორტზე: სახელმწიფო ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც შეასრულოს და პროექტი შედგება
სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, გარდა იმისა, რომ განახორციელებს 300 მილიონის ინვესტირებას, გამოისყიდა რამდენიმე ათეული მილიონის მიწები, ასევე, საპარტნიორო ფონდს აქვს 100 მილიონი დოლარის თანადაფინანსების ვალდებულება. „პირადად ვიყავი ჩართული, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად ვთხოვე OPIC-ს, ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. ძალიან მაინტერესებს, რომელს აქვს გაკეთებული უფრო მეტი, მათ შორის პარლამენტს გარეთ, დღეს რომ ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, ე.ი არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია, ფოკუსირდეს რეალური საქმის გაკეთებაზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)