20:20 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 14:54:53, 987 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი პოლიტიკოსების გარეშე აწარმოეს

მინდა ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღაროელებთან მთავრობის ჩართულობით მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს იმ პოლიტიკოსების გარეშე, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურთ ასეთი  პროცესებისგან, სხვა არაფერი. ამ ხალხთან შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. დიახ, ჩვენ ვიყავით ამაში ჩართული და კიდევ ერთხელ მსურს ამ ტრიბუნიდან ყველა ჭიათურელს გადავუხადო მადლობა. ეს არის სწორედ პასუხისმგებლიანი, სამოქალაქო დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელიც ჭიათურაში მართლა არსებობს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics