|
2019-05-31 14:34:43, 987 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი: გიორგი სამუშიამ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა
გიორგი სამუშია წინა ხელისუფლების ჯალათი და ეჭვმიტანილი წამებაზე, უკრაინაში დაკავებულია ,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გიორგი სამუშია, ეგრეთ წოდებული წინა ხელისუფლების ჯალათი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეჭვმიტანილი წამებაზე დაკავებულია უკრაინაში. ეს ის ადამიანია, რომელიც სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილი როცა ხვდებოდა ემიგრანტებს, მაშინ იკადრა და იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა. ეს ადამიანი არის მწამებელი და ეს არის სიმბოლო იმის, რომ ერთი ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნებით მოხდა უკრაინაში. ეს ადამიანი იმართება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელიც შოუებს დგამს ყოველთვის. სიმბოლურია ზუსტად ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი შეხედვით თითქოს მოტივაცია, რომ რაღაცა საკითხებზე საუბრობს და მეორე ის, რომ ასეთი ადამიანები უმაგრებენზურგს, ეს იყო ზუსტად ტრიუმფის დასასრული. გიორგი სამუშია და ასეთი ადამიანები, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი მოქალაქეების წინაშე აუცილებლად იქნებიან დასჯილები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)