|
2019-05-31 14:18:03, 853 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები
„სამსახიობო ნიჭით კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ დეპუტატთან, ამიტომ გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრების შეკითხვას საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით. როგორც პრემირმა აღნიშნა, რეგულაციები იყო იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები. „ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები. მოდი, ყველამ კარგად გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა - პირველი, რომ დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700 და 800 პროცენტიანი სესხები საქართველოში, ის უსამართლო თამაშის წესები, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ. მეორე, ყოფილიყო ჯარიმებზე და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი - 7 პროცენტიანი სესხი ლარში. მინდა შეგახსენოთ თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო? 21 პროცენტი, გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო - არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)