|
2019-05-31 13:22:48, 1072 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ბოკერიას - „თიბისის“ საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან მისი აქციონერები და ამ ბანკის აქციების ფასი
ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიერ „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას. საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მოუწოდა, თავად დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები "თიბისი ბანკის" ირგვლივ არსებულ ვითარებას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. "კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში "თიბისი ბანკთან" დამოკიდებულებას და საინვესტიციო გარემოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)