|
2019-05-30 18:33:35, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია სააკაშვილზე: ჩამოვიდეს და გარანტიას ვაძლევ, „მატროსოვზე“ სტაფილოსა და კომბოსტოს არ მოვაკლებ
„მიხეილ სააკაშვილის ყველა გზა ,,მატროსოვისკენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომზე განაცხადა. დეპუტატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, „ბიძინა ივანიშვილის სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ შეიძლება საქართველოში დავბრუნდეს“. „მინდა ამ თემით ვისარგებლო და ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო დამნაშავეზე, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადაცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო და რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს... ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს „კროლიკი“ - პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, ამბობს, ჩამოვალო. ჩამოვიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ მატროსოვზე არც სტაფილოს და არც კომბოსტოს არ მოვაკლებ. ერთი რამ უნდა იცოდეს - ჩამოვა ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ყველა გზა „მატროსოვისკენ“ მიდის“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)