|
2019-05-29 20:57:02, 1003 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის
„მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის და არ ვეძებ არანაირ თანამდებობას," - ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში გააკეთა. სააკაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს მთავარი უკრაინის განვითარება და უკრაინელი ხალხია. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელ ხალხს მიმართა, მისცენ შანსი მათთან ერთად განახორციელოს რეფორმები. სააკაშვილის თქმით, ის გეგმავს, დაეხმაროს ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა. "მინდა, ყველას საყურადღებოდ ვთქვა, მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი პლიტიკაში, ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი გუბერნატორი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის უკრაინაში, თუმცა მე არაფერი მიშოვია სახელის გარდა. ახლა კი მინდა თქვენთან ერთად მოვახდინო გარღვევა უკრაინისთვის. მომეცით შანსი, რომ მიმოვიხედო გარშემო და შემდეგ უფრო ვრცლად შევძლებ თქვენთან დალაპარაკებას. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო უკრაინის ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომ აქ მოხდეს უკრაინის ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინის პოლიტიკაში მოვიდეს ბევრი ახალი ადამიანი. მე არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია დანიშვნასთან დაკავშირებით." - აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)