|
2019-05-29 19:18:04, 913 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას სულხან - საბას სკვერში შეხვდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა ინიცირებასაც გეგმავს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. საუბარი შეეხო ავარიული შენობა-ნაგებობების სწრაფ რეაბილიტაციას, სადაზღვევო პაკეტების ლიმიტების ზრდას და მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრას. „მე ვარ წევრი იმ გუნდის, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება. მაქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელო მუშაობა ჩემი მთაწმინდელებისთვის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)