|
2019-05-29 12:54:59, 1206 ნახვა
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებზე მორგებულ საქმიანობა
სამეზობლოში და კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ალტერნატივა არ გააჩნია. ის ადგილი , როლი , რომელიც მუდმივად გვქონდა კავკასიაში, ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ განაცხადა მისი თქმით, რესურსი არსებობს და ორივე სახელმწიფოს მხრიდან ჩანს მზაობა იმისათვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს და ორივე სახელმწიფო იყოს კმაყოფილი, ორივე სახელმწიფოს ღირსება და თავმოყვარეობა იყოს შენარჩუნებული. „როგორც ჩვენ ვთვლით აქედან თავს სახელმწიფოდ ისე არის იქედან სახელმწიფო. რესურსი არსებობს და ჩანს განწყობა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ისე, რომ ორივე სახელმწიფო იყოს კმაყოფილი და ორივე სახელმწიფოს ღირსებას და თავმოყვარეობა იყოს შენარჩუნებული. მხოლოდ მეგობრულად, მხოლოდ მეგობრული განწყობებით და მხოლოდ დიალოგით საკმაოდ სერიოზულად უნდა იმუშაონ ექსპერტებმა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი იყო შეჩერებული და დაველოდოთ და ვადროვოთ ხელისუფლებას ორივე მხარეს. ეს არ არის სიახლე და ამას ჩვენ ვუყურებთ ათეული წლებია, და ბატონი ექს-პრეზიდენტი, როდესაც საუბრობს მოვაგვარებო და თან მარტივად და სწრაფად, 2012 წელს იყო ანალოგიური მძაფრი სიტუაცია და 5 თვე ჰქონდა ბატონ მიხეილს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ოქტომბრამდე. თუ ოქტომბრამდე ჩავთვლით და შემდეგ აგრძელებდა პრეზიდენტობას, 2013 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნები და ნაბიჯი არ გადადგმულა”,- განაცხადა ამირან სალუქვაძემ ექსპერტი მიიჩნევს, რომ მძაფრი საკითხები ყველაფერი ღიად, ქუჩაში, ეთერში გამოსატანი არ არის და რომ ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა, შესაბამისი თანამდებობის პირებმა უნდა იმუშაონ. მისი თქმით საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს და დაინახოს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ვიწროპარტიული და ვიწროპოლიტიკური ინტერესი. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა შეაფასოს და დაინახოს რა ხდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. მსგავს, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ საქმიანობას, საზოგადოებაში მოთხოვნა არ უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა ჩამოგვიყალიბდეს ყველა ჩვენგანს, პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სივრცეში გამოვდივართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფოებრივი მიდგომა. არის საკითხები, როდესაც ყველა ერთ მხარეს დგას. გვქონდა ასეთი ჩვენ აგვისტოს ომის დროს, როდესაც იმ ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპოზიციამ, შეწყვიტა პოლიტიკური ბრძოლა და თქვა რომ, ომი დაიწყო და ყველა ერთად ვართ. ომი დამთავრდება - გავაგრძელებთ. არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები, დეოკუპაცია, საზღვრების მოწესრიგება, რუსეთთან ურთიერთობები, გამოწვევბი, საფრთეები, რაც გვაქვს ირგვლივ - ამას ყველაფერს ეროვნული თანხმობა სჭირდება და ეროვნული კონსოლიდაცია”,- აღნიშნა ამირან სალუქვაძემ ამირან სალუქვაძე მიიჩნევს რომ არაკეთილსინდისიერია განცხადებები პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ბაქოში გაჟღერდა, რომ თითქოს ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ათეული წლის განმავლობაში დავით გარეჯში ტაძრების კომპლექსის ხან გახსნა და ხან დაკეტვა აზერბაიჯანის მხარის მიერ პერიოდულად ხდება. ,,პრესკონფერენციის დროს ორი კოლეგა საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც ის საუბრობს და პრეზიდენტმა გააჟღერა , რომ ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის საზღვრები უნდა იყოს მოწესრიგებული . პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ქონდეს თავისი პოზიცია“,- განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
(NS)
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)