04:44 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 10:45:04, 764 ნახვა

რეგიონი
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულ ლექტორს, ბათუმის უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუჩერა

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინურმა კომისიამ სტუდენტის სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულ ლექტორს, ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა.

დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება სტუდენტებს არ მიეცათ, ხოლო თავად  ომარ მახარაზემ სხდომაზე დასწრება არ ისურვა.

„კომისიის თითოეულმა წევრმა შინაგანი რწმენით და იმ მასალაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, კენჭი ვუყარეთ და გადავწყვიტეთ, რომ აქ უნდა ყოფილიყო სახდელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება“, -აცხადებს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი გოგონა ლექტორს, რომელიც ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრია,  სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics