|
2019-05-28 21:19:22, 1002 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. „აზერბაიჯანელმა ხალხმა დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის გზაზე მრავალი სირთულე გადალახა და დღეს აზერბაიჯანი აყვავებული და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალ საუკუნეს ითვლის. დღესაც ჩვენ, ერთად ვესწრაფვით, განვამტკიცოთ და განვავითაროთ მეგობრული კავშირები და ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენი ერების შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში. ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო", - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)