22:17 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 15:33:09, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ლადო კახაძე გუდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე გუდიაშვილის 9 ნომერში, სარესტავრაციო საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა.

ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მმართველი გუნდის კანდიდატმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატივა, რომელიც ეხება ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ჩამონათვალის გადახედვას და მათ სასწრაფო რესტავრაციას.

„ჩვენთვის მთავარია, რომ დავიცვათ მოსახლის ინტერესი, ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სახლებში მცხოვრები ადამიანების შეხედულებების გათვალისწინებით და უახლოეს პერიოდში, მთაწმინდაზე მივხედოთ ყველა ავარიულ შენობას. მთაწმინდელებმა უნდა იცხოვრონ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში და ამისათვის, პარლამენტის ტრიბუნიდან მე ძალიან საინტერესო და ქმედით ინიციატივებს გავაჟღერებ",- განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics