|
2019-05-28 13:21:27, 845 ნახვა
პოლიტიკა
ჭიათურის მაჟორიტარი: პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან იყო მცდელობა, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი
„სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული,- ამის შესახებ ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. დეპუტატმა გაფიცულ მაღაროელებს გამოჩენილი მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის მადლობა გადაუხადა. „დასრულდა 11-დღიანი დაძაბული და ემოციური დღეები. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იყო გარკვეული მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენი მოქალაქეების დაპირისპირება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გაფიცულ მაღაროელს იმისთვის, რომ გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერება და არ დაუშვეს არც ერთი პროვოკაციური ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ანალიზი - თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, სად იყო იგნორირებული მაღაროელთა ინტერესები, რამაც პროცესი მიიყვანა უკიდურეს ფორმამდე- შიმშილობამდე. ვფიქრობ, დასაფიქრებელია ეს მოვლენა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს, რომ მშრომელ მაღაროელებს ჰქონდეთ უკეთესი შრომის პირობები, უსაფრთხო სამუშაო გარემო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი შრომის ანაზღაურება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი სისხლის გადასხმაცშეიძლება იყოს ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი განვითარების დინამიურ პროცესს“, - განაცხადა მახათაძემ.
(NS)
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)