|
2019-05-27 15:15:58, 901 ნახვა
პოლიტიკა
ევრპარლამენტში ლიბერალებმა და მწვანეებმა პოზიციები გააუმჯობესეს
ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც 23-26 მაისს გაიმართა, ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო, საკუთარი არჩევანი 200 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გააკეთა. აქტივობამ 51%-ს მიაღწია. საბოლოო მონაცემებით გაიზარდა ლიბერალ-დემოკრატების და მწვანეების მხარდაჭერა მრავალ ქვეყანაში. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მწვანეთა პარტიამ გერმანიაში მიიღო. 23 პროცენტით გერმანელი მწვანეები, კანცლერ ნგელა მერკელის პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ. საბერძნეთში პრემიერის ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაამარცხა. ევროპარლამენტში ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის ლიდერი გი ვერჰოფსტადტი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში პოლიტიკური ბალანსი შეიცვლება. ლიბერალ-დემოკრატები (ALDE) — 108 ადგილი ექნებათ ხოლო, მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი — 68 ადგილი; ამ მონაცემებით პოპულისტურ პარტიებთან შედარებით, ლიბერლებს და მწვანეებს ორმაგი მხარდაჭერა აქვთ.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)