|
2019-05-27 12:24:29, 1199 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: დავით გარეჯის საკითხი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ორივე მხარის ნებაა შეთანხმება მოხდეს
დავით გარეჯის საკითხი მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობაა, თუმცა ორივე მხარე თანახმაა, მოხდეს საკითხზე შეჯერება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ადგილზე, კომისიის ფარგლებში, ექსპერტები ჩავლენ და სიტუაციას გაეცნობიან. "ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ კომისიის მუშაობა განახლდა, მისი მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა შედგა, რომელსაც მოყვება ასევე შემდგომი შეხვედრა, რომელიც უკვე თბილისში გაიმართება. ამ შეხვედრას აქვს ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რომ მყისიერი რეაგირების საშუალება არის იქ მიმდინარე მოვლენებზე. კომისიის ფარგლებში იყო დაყენებული საკითხი, იქ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ რომ აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგანაც სანამ საკომუნიკაციო კომისია მსჯელობს შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, აუცილებელია, რომ არასწორი ინტერპრეტირება საშუალება არ მიეცეს არავის. იმის აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც სტატუსი იცვლება. ველით რომ ექსპერტები ჩამოვიდნენ, ადგილზე ნახონ სიტუაცია. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და რამდენიმე რაუნდით და შეხვედრით ვერ მოგვარდება. ეს ძალიან მძიმე, საბჭოთა მემკვიდრეობაა, მაგრამ მთავარია პროცესი დაიწყო და ნება არის ორივე მხრიდან, რომ მოხდეს საკითხების შეთანხმება", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)