|
2019-05-23 18:09:25, 1376 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: არჩევნებში დამარცხებულმა ენმ-მ, შედეგების აღიარების ნაცვლად ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო
„არჩევნებში დამარცხებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ , შედეგების აღიარების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო - გამოაქვეყნეს კვლევები , რომლითაც იმ დღესვე გამოჩნდა , რომ მასში მოცემული შედეგები რეალობას ძალიან არის აცდენილი" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კვლევაში მოცემული თითქოს 21%-იანი მხარდაჭერის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ" დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა მიიღო.მისივე თქმით, არის ასევე კვლევა, სადაც დამახინჯებული ფაქტობრივი მონაცემებია მოყვანილი. „მაგალითად, საუბარია, თითქოს, საქართველოში მედიასაშუალებებს ფლობენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები. ამასაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ. სხვა კვლევაში, ნახეთ, რომ გააჟღერეს ეს სპეციალურ ბრიფინგებზე. ესეც არის სიცრუე, იმიტომ, რომ რეალურად საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მედიასაშუალების ფლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტირებულ იურიდიულ პირს და კომპანიას" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს უსუსური შეტევა, და კვლევები, რომელიც ერთიანი კამპანიის ნაწილია, და მოტივირებულია შურისძიებით. „ჩვენ გვესმის, რისთვის დასჭირდათ მათ ამ ყველაფერის წამოწყება. რისთვის დასჭირდათ, რომ არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, როდესაც მათ დამარცხება იწვნიეს, გადავიდნენ კვლავ შეტევის მორიგ ტალღაზე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" მიმართ. ამის რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებს და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს, - ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ერთადერთი სურვილი, ერთადერთი მიზანი - ეს არის შურისძიება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ჩამოაშორა მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით და დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ეს დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანი მხოლოდ არეულობის და დესტაბილიზაციის გზით თავის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება, არ დაბრუნდნენ მმართველობაში და ეს ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. " - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)