|
2019-05-23 17:21:00, 1082 ნახვა
საზოგადოება
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით ხორციელდება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეარხებზე ერთდროულად, ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას მსოფლიოში წამყვანი ტელეარხებით 2017 წლიდან ანხორციელებს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, რეგიონის პოპულარიზაცია წელს 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული არხებით მიმდინარეობს. პარალელურად ტარდება პრეს-ინფოტურები ევროპული და მეზობელი ქვეყნებიდან, რომლის შედეგადაც რეგიონის შესახებ მომზადებულ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოტენციური ტურისტები ეცნობიან. ზაფხულის ტურისტულის სეზონისთვის რეგიონში აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და აჭარის სტუმრებს წელს ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ. მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტურისტულის სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით. 2019 წლის, 4 თვის მონაცემებით, რეგიონს უკვე ესტუმრა ნახევარ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური. “ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე სარეკლამო კამპანიები, რომელსაც 100-ზე მეტ ქვეყანაში ეცნობიან. ჩვენი მთავარია მიზანია, რაც შეიძლება ბევრ პოტენციურ ტურისტს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა თუ ქალაქის შესახებ. ერთის მხრივ ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეორეს მხრივ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ჩვენი სარეკლამო კამპანიები მხოლოდ სატელევიზიო რეკლამით არ შემოიფარგლება და მიდგომა არის კომპლექსური. კამპანიების მთავარი სამიზნე მაინც ევროპული ბაზარია, საიდანაც განსაკუთრებით ვცდილობთ ტურისტების მოზიდვას. შეინიშნება კიდეც დადებითი ტენდენციები გერმანიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. წელს პირველად გვემატება ჩარტერული რეისებიც ვილნიუსიდან და ტალინიდან, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენთან მოგზაურობაზე ამ ქვეყნებში მოთხოვნა იზრდება”, - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
(R)
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)