08:13 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 16:32:45, 3136 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა.

ეს ტოქსიკური ნივთიერება ალექსეი ნავალნის ცხედრიდან აღებულ ნიმუშებში მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს.

სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერები და მკვლევრები.

სანქცირებულ პირებს აქტივები გაეყინებათ, ხოლო მათთვის ან მათი სასარგებლოდ, პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება აკრძალული იქნება. გარდა ამისა, სანქცირებულ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics