|
2019-05-23 16:10:28, 1016 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა
„სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული სფერო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ცოდნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა. „ბოლო წლების ტენდენციას თუ დავაკვირდებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მათთვის სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება. ფერმერობა ადვილი არაა, ფერმერს მეწარმეობის ყველა რისკთან ერთად, ბუნებრივ რისკებთან გამკლავებაც უხდება, ამიტომ ფერმერობა არის საკმაოდ რთული და ამას დიდი სიმამაცე და სითამამე სჭირდება. მადლიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მიწევს საქმის კეთება",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა - წარმოების ტექნოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის გამოცემა ფონდის „კონსტანტა“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)