|
2019-05-20 01:43:15, 1221 ნახვა
კომენტარი
ჟვანია: არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა - ნებისმიერ დარღვევას ცესკო დადგენილ ვადებში განიხილავს
"არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ განმარტა, ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს რომელიც შეეხება დარღვევას, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს. „2019 წლის 19 მაისის არჩევნები შედეგების ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი დასასრულისკენ მიდის. სანამ უშუალოდ შედეგებს გაგაცნობთ, მინდა, პირველ რიგში, იმ 173 361 ამომრჩეველს გადავუხადო მადლობა, რომელთაც ჩვენი წინასწარი მონაცემების მიხედვით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და შეასრულეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, საარჩევნო ადმინისტრაციის თავდაუზოგავი მუშაობა და მადლობა გადავუხადო საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რომელთაც შექმნეს ყველა პირობა არმომრჩევლების ხმების რეალიზებისთვის. ასევე მადლობას ვუხდი იმ ჩართულ მხარეებს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და შეუფერხებელ წარმოებას. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა კენჭისყრის შენობის გარეთ. ამასთან, ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და ცხადია ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)