|
2019-05-19 16:01:07, 1195 ნახვა
კომენტარი
სუბარი: სააკაშვილის მთავარი მიზანი არეულობის გზით ძალაუფლების დაბრუნებაა, რასაც ვერ ეღირსება
პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. სუბარი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მთავარი მიზანი არეულობის გზით ძალაუფლების მოპოვებაა. "სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რაც ისედაც ვიცოდით, რომ მათ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა, არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი, მათი მიზანია ნებისმიერი არეულობის ფორმით რამენაირად დაიბრუნონ ძალაუფლება, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. დღეს საღამოს, ისინი კიდევ ერთხელ, მწარედ წააგებენ არჩევნებს და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება საერთაშორისო საზოგადოებაც და დარწმუნდებიან თვითონაც. აქვე, მინდა ვთქვა, რომ ის რასაც სააკაშვილი ამბობს, ქართული ოცნების შტაბიდან რასაც მოვისმინეთ, კარგად ჩანს, რომ მათი მიზანი ამ ქვეყანაში არეულობაა, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. როცა ლაპარაკია ძალების მობილიზებაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ, გარკვეულწილად, ეს კანონის ფარგლებში ჯდება, მაგრამ როცა ლაპარაკია, რომ ისინი გვირაბებს გადაკეტავენ, როცა ლაპარაკია, რომ მათ არ აინტერესებთ დამკვირვებლების და საერთაშორისო საზოგადოების აზრი, აქ კარგად ჩანს მისი მიზანი, რომ რამენაირად არეულობა მოაწყოს და არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. ის ყოველდღიურად იმუქრება, რომ დაბრუნდება. ჩვენ ბოლო 6 წელია მოვუწოდებთ, ჩამოვიდეს და წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაგრამ ის ამას ვერ ბედავს და ვერც გაბედავს. თუმცა, ადრე თუ გვიან, მას მაინც მოუწევს ქართული სასამართლოს წინაშე წარდგომა",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)