22:02 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 13:07:30, 1216 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: ისეთ დასკვნას გააკეთებენ NGO-ები და ეუთო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნა, დედის იავნანად მოეჩვენებათ

"ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამტკიცებს, რომ ხელიუსუფლება არჩევნების გაყალბებას ყველა გზით ცდილობს.

როგორც ვაშაძემ ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ყველა კანონიერ გზას მიმართავს, რომ დარღვევების ფაქტები აღკვეთოს. 

"უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება რუხში. იცით, რომ დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ასევე ზუგდიდის მე-9 უბანზე ტელეკამერებით მოსყიდვის ფაქტები, კოკში უკვე დაიწყეს კრიმინალებმა დაიწყეს ცემა-ტყეპა. მე-18 უბანზე 50 ბანდერლოგი კურსირებს და ალბათ, მითითება აქვთ მიცემული, როდის უნდა დაიწყონ. ისევ ჩაატარებენ სპეცოპერაციას დამიჯერეთ. ჭკვიანი ადამიანი იდიოტისგან იმით გამოირჩევა, რომ სწავლობს თავის შეცდომებზე, ესენი კი, თავის შეცდომებზე ვერ ისწავლიან. პირდაპირ საარჩევნო უბნის წინ დაფიქსირდა მოსწყიდვის ფაქტები, როდესაც უტიფრად ამბობენ, რომ ვალი იყოო. ანუ 19 მაისს დაელოდა, რომ არჩევნების დღეს გადაეხადა ვალი. ხელისუფლება ვერაფერს ვერ სწავლობს, მაგრამ, გამომდინარე იქიდან რომ უამრავი დამკვირვებელია, ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ. დამერწმუნეთ, რომ პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. მერწმუნეთ ისეთ დასკვას გააკეთებენ ჩვენი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ეუთოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნა, ამათ დედის იავნანად მოეჩვენებათ", - განაცხადა ვაშაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics