|
2019-05-19 11:49:47, 1320 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია - ვიდეო
„ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, არჩევნები ზუგდიდის ყველა უბანზე მიმდინარეობს და არსებითი დარღვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. მან ასევე მმართველი გუნდის კოორდინატორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიები, რომლითაც ისინი ოპერირებენ, ამომრჩეველთა პირად მონაცემებს არ შეიცავს და არანაირი კანონდარღვევა არ ხდება. „აქტივობა არის კარგი, თუმცა ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ. მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, ჟურნალისტებში იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს ის სიები, რა სიებითაც ოპერირებენ ჩვენი მხარდამჭერები. მე ხელში მიჭირავს სია, ეს არის ჩვენი მომხრეების სია, ერთ კონკრეტულ უბანზე, აქ არის მონაცემები მათ შესახებ, მაგრამ არცერთი მონაცემი არ წარმოადგენს პირად მონაცემებს. შესაბამისად, ამ სიებთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს. ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებებთ იმისთვის, რომ ორგანიზებულად ჩავატაროთ არჩევნები. თუ რამე კითხვები გაქვთ ამ სიებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ მე ან ნებისმიერ წარმომადგენელს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას. ნუ შეუშლით ხელს საარჩევნო პროცესს იმიტომ, რომ ამ საარჩევნო პროცესში არცერთი კანონდარღვევა არ ფიქსირდება ჩვენი აქტივისტების მხრიდან. მეორეს მხრივ, ყურადღება მინდა გავამხვილო ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დაწესებულ 1000 ლარიან ჯილდოზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. ეს, პრაქტიკულად, სასაცილოა და სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. „ქართული ოცნების“ და გეგა შენგელიას კამპანია არ საჭიროებს ასეთი მეთოდებით მუშაობას, ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)