14:08 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 10:39:14, 1250 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: შსს-ს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.

როგორც მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თითოეულ ინციდენტზე უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება. 

"საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, დღეს მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა, ასევე არჩევნების მიმდინარეობის დროს თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნდეს უსაფრთხო გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს არჩევანის თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შსს რეაგირებას მოახდენს თითოეულ იმ ინციდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას, ამასთან სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროს მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა. ადგილზე მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით უკვე განხორციელდა საქართველოს მასშტაბით საპოლიციო ძალების მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცესი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ცესკო-სთან, რათა თითოეული ინციდენტი დროულად იქნას აღკვეთილი როგორც უბნებზე, ასევე უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე", - განაცხადა მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ დღის განმავლობაში უწყებაში პერიოდულად ბრიფინგები გაიმართება. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics