|
2019-05-17 16:29:29, 1506 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ
დედაქალაქის მერის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ღირსეული და უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ჭიათურაში დაიბადა, გაიზარდა და ყველა ის პრობლემა და წუხილი იცის, რაც ჭიათურას აწუხებს. „„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენმა პოლიტიკუმა გუნდმა სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, თქვენთან ერთად შევძელით, რომ ქვეყანაში ძალადობა დაგვესრულებინა. ადამიანი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ძირითადი ღირებულება გახდა, ჯანმრთელობა პრივილეგიიდან პრიორიტეტად ვაქციეთ და მთელი რიგი მიმართულებით ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღესაც ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი კარგი საქმე, კარგი პროექტი განხორციელდა, ჯერ კიდევ გვაქვს არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის სერიოზული გამოწვევები. ცხადია, საზოგადოება ვითარდება და თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო. ჭიათურაში თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს - ვირჩევთ ჭიათურის მერს. ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ მინდა კარგად გაითავისოს, რომ ერთი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა საქმიანობდეს, ვერაფერს გააკეთებს, თუ მას უკან ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი არ უდგას. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ზურგს ძალიან ძლიერი გუნდი უმაგრებს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. მას ზურგს უმაგრებს თითოეული თქვენგანი და თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით შევძლებთ, ღირსეულად შევეჭიდოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ჭიათურას აწუხებს. არ დავიწყებ ყველა იმ პრობლემის ჩამოთვლას, რომელიც ამ ქალაქშია მოსაგვარებელი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უამრავი პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული. შესაბამისად, მოვახერხებთ, შევძლებთ იმას, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს. ამისთვის, ერთად დგომა და ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ, მეორე ქუჩაზე იმყოფებიან თქვენი თანაქალაქელები, რომელთაც გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. ჩვენ თქვენთან შეხვედრის შემდეგ, მივდივართ იმ ადამიანებთან, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, დავეხმაროთ, რომ 19 მაისს ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ გამარჯვება. ჩვენ არასდროს, ჩვენი მოქალაქეები არ მიგვიტოვებია გასაჭირში და ამას არასდროს ვიკადრებთ. იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა იმისთვის, რომ მათ იმ პრობლემების მოგვარება შეძლონ, რომელიც ოჯახებს აწუხებთ. მინდა, დღევანდელი შეხვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, ჩვენს კანდიდატს, გიორგი მოდებაძეს მადლობა გადავუხადო და გამარჯვება ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული, უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და ძალიან კარგად იცის ყველა ის პრობლემა, რომელიც ჭიათურას აწუხებს. მინდა, მას გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მას ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა ექნება, რომ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ ყველა პრობლემის მოგვარება. მინდა, გისურვოთ, რომ ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, სიხარულით, სიყვარულით, სიკეთით, ბედნიერებით და გამარჯვებით იყოს გაჯერებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)