|
2019-05-17 15:51:42, 957 ნახვა
რეგიონი
„მაღაროელების პროტესტი სამართლიანია“ - ღარიბაშვილი კომპანიას პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი სამართლიანია - მივმართავ კომპანიას, რომ შეასრულოს პირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მაღაროელების პროტესტი დროულ რეაგირებას საჭიროებს. მან ასევე კომპანიას მოუწოდა, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან თავის დროს მაღაროელების წინაშე აიღო. „მინდა ჩემი გამოსვლა მაღაროელების მიმართ სოლიდარობით დავიწყო . მინდა მათ მივმართო, ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენს ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, დროული რეაგირება სჭირდება. როგორც ჩემმა მეგობარმა კახამ აღნიშნა, ჩვენ შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ პირადად მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და მათი პირობები გაუმჯობესდეს. მინდა გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურად ვმუშობდი. მაშინ მსგავსი პრობლემებით ჩემთან მოვიდნენ მაშინდელი გამგებელი, ბატონი სულხან მახათაძე და მაშინ უშუალოდ ჩემი ჩართულობით შევძელით და წამოვიყვანეთ დათმობაზე მაშინდელი კომპანია და მენეჯმენტი. ძირითადი მოთხოვნები, რასაც ეს ხალხი აყენებს არის ძალიან მარტივი და აბსოლუტურად გასაგები. მე მოვისმინე თქვენი მაჟორიტარისგან, რომ ჩვენს მაღაროელებს აქვთ ელემენტარული პრობლემები. მაგალითად, კვების პრობლემა, ის, რომ მენეჯმენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნორმალური კვება, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. მე ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ მინდა მოვისმინო კომპანიის პასუხი, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ ჩვენს მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი და ღირსეული ჯანდაცვა , არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა. ის, რომ მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა? ! და კიდევ, გეტყვით, რომ დაახლოებით ოთხი წლის წინ, მაშინ ერთ-ერთი ჩვენი პირობა იყო , რომ კომპანიას დაეფინანსებინა საავადმყოფო ამ მაღაროში მომუშავეთათვის. მაშინ ეს პირობა და ვალდებულება მივიღეთ, მაგრამ რატომღაც ეს პირობა არ შეასრულეს. ამიტომ, მე მინდა მივმართო ღიად კომპანიას, რომელიც დღეს მართავს ამ ძალიან სერიოზულ აქტივს - მე მოგმართავთ, რომ შეასრულოთ თქვენი მოცემული პირობა ამ ხალხის წინაშე და ნუ მოვექცევით უსამართლოდ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)