|
2015-06-29 09:57:46, 659 ნახვა
სამართალი
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ცოლ-ქმარი - 1987 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. და 1989 წელს დაბადებული მარიამ გ. თბილისში დააკავეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „საქართველოს შესყიდვები“, ვებ-გვერდ „myauto.ge“-ზე განთავსებული განცხადებებით პოულობდნენ გასაყიდად გამოტანილ სასურველ ავტომანქანებს, ავტომანქანების მესაკუთრეებს უკავშირდებოდნენ და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები. „ისინი თითქოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობდნენ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისთვის ავტომანქანების შესყიდვას აწარმოებდნენ. მარიამ გ. ავტომანქანების მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა, რომელთა თანახმად, ვალდებულებას იღებდა თითქოსდა თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში მათთვის უნდა ჩაერიცხა ავტომანქანის ღირებულება და ხელშეკრულების ხელისმოწერისთანავე მანქანებს იფორმებდა შპს „საქართველოს შესყიდვების“ სახელზე. დაკავებულები ავტომანქანებს გადაფორმებისთანავე ღირებულების ნახევარ ფასად ასხვისებდნენ სხვადასხვა ლომბარდსა და ფიზიკურ პირებზე, ხოლო მიღებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და მანქანების მესაკუთრეებს კუთვნილ თანხებს არ ურიცხავდნენ. აღნიშნული სქემით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ხუთი მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 132 400 აშშ დოლარს შეადგენს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 9785 ამერიკული დოლარი, 1660 ლარი და ოთხი ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ვახტანგ ბ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“,-აცხადებენ შსს-ში“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)