07:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 17:58:52, 1281 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები 23 მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 23 მისამართზე მიმდინარეობს. აქედან სამ მისამართზე კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება.

ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N12-ში ხორციელდება, სადაც 235 გრძივ მეტრზე წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება. ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„აქტიურად ვაგრძელებთ ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას. კორპუსების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. კონკრეტულად ამ მისამართზე 72 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ არსებული პრობლემები მოუგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

გურამიშვილის გამზირის N12-ში წყალარინების ქსელის შეცვლისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 70 000 ლარს დახარჯავს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics