06:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 10:23:49, 1253 ნახვა

საზოგადოება
პრორუსული ძალები „უკვდავი პოლკის“ აქცია-მსვლელობას მართავენ

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პრორუსული ძალები "უკვდავი პოლკის" აქცია-მსვლელობას მართავენ.

მსვლელობა ლოზუნგით - "მოვითხოვთ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან!" იმართება.

"საქართველოს უკვდავი პოლკის" წევრებს ადგილზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების და ახლობლების ფოტოები აქვთ მიტანილი. ისინი ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არიან შეკრებილები და მსვლელობით უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლას აპირებენ.

"ექსპრესნიუსის" კითხვაზე, რას პასუხობს "უკვდავი პოლკი" საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოძრაობას კრემლი აფინანსებს? ერთ-ერთი წევრის თეიმურაზ დიასამიძის თქმით, მათ არაფერი აქვთ საერთო რუსულ ფინანსებთან და საკუთარი სახსრებით აწყობენ მსვლელობას.

"ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს, საკუთარი ფინანსებით მოვედით. ჩვენ ვამბობთ რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან, როგორც რუსეთთან ასევე ამერიკასთან. მაგრამ სამშობლო ქართული ჭკუით უნდა ვმართოთ", - აღნიშნა თეიმურაზ დიასამიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics