06:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 16:45:47, 843 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის რაიონში შვიდი ლოკაცია დაასუფთავა. 

ნარჩენებისგან გაიწმინდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის ერთი მონაკვეთი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია, თაბორის მთა, კრწანისის სკვერი და კრწანისის ქუჩაზე არსებული ხევი. ამასთანავე, დასუფთავდა ლეღვთახევის ტერიტორია. 

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და მთამსვლელთა ჯგუფი.  

აქციას კრწანისის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, რაიონში არსებული კერძო სკოლა „კრწანისი მარჯის“, N218,  N153,  N127, N70, N65, N144, N72 და N75 საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა თავიანთი სკოლების ეზოები დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა კრწანისის სასწავლო უნივერსიტეტის - „გეო-მედი“ სტუდენტებმაც მიიღეს. 

კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა. 

კამპანიის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, კრწანისის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს, რომლის მიზანი გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics