06:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 14:14:19, 979 ნახვა

საზოგადოება
მერიამ სატრანსპორტო სქემის შედგენის სახელმძღვანელო შეიმუშავა

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო სექტორსა და საპროექტო კომპანიებს სატრანსპორტო სქემების შედგენის მეთოდური დოკუმენტის პროექტი გააცნო. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, სახელმძღვანელო სარეკომენდაციო ხასიათისაა. 

„ჩვენ გვინდა დაინტერესებულ პირებს სქემების მომზადებისა და მათი მერიასთან შეთანხმების პროცესი გავუმარტივოთ. დავამუშავეთ სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო, რომელიც განმარტავს მშენებლობის პროცესში საგზაო ნიშნები და მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკური საშუალებები როგორ უნდა განთავსდეს. ასევე, აქ მოცემულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების 50-მდე მაგალითი. ჩვენ  სიამოვნებით გავეცნობით მოსაზრებებს, რომლებიც მეთოდური დოკუმენტის დახვეწაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ. 

2018 წლიდან, თბილისის მერია სამშენებელო და ქალაქგეგმარებით პროექტებზე ნებართვებს სატრანსპორტო სქემის მომზადებისა და ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების შემდეგ გასცემს, რაც მშენებლობის მიმდებარედ საცობების თავიდან არიდებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაძლებლობას ქმნის. სქემას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და საპატრულო პოლიცია ითანხმებენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics