04:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 16:47:48, 1060 ნახვა

საზოგადოება
17 მაისს სამების ეზოში დაგეგმილი კონცერტის მონაწილეეების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი კოტე სვანაძე 17 მაისს სამების ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე მომღერლების უარს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მომღერლებთან ჯერ არ დასრულებულა  და ვინ მიიღებს კონცერტში მონაწილეობას, უცნობია. 

„ყველაფერი დაიგეგმა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროში და იმ რაღაც უზუსტობამ, რომელიც არაოფიციალური სახით გავრცელდა, ტექნიკური პერსონალის შეცდომის გამო, საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. ის, რა ინფორმაციაც გავრცელდა, მონაწილეთა გარკვეული ჯგუფების შესახებ და მონაწილეების შესახებ, ჩვენ მათთან არ გვქონდა დასრულებული მოლაპარაკება.  აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, ისინი  თბილისში ფიზიკურად არ იქნებიან“ - განაცხადა კოტე სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, რომელიც ეკლესიამ „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა, სამების ეზოში კონცერტია დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა იმ მომღერლების სია, რომლებიც კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ.  მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი ნაწილი კონცერტში მონაწილეობას არ აპირებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics