04:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 13:46:40, 906 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის III მიკრორაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.  სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო ნუცუბიძის III მიკრორაიონში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ამავე მიკრორაიონის I კვარტლის მე-10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. აღნიშნული კორპუსის შიდა ეზოში და III მიკრორაიონის დასაწყისში არსებულ საერთო სარგებლობის კიბეზე წვიმის დროს წყალი გროვდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. 

გარდა ამისა, ამავე კვარტალში მე-10 კორპუსთან დამცავი კედელი ეწყობა. მშენებლობის შედეგად, მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებლები კლდის ჩამოშლის საშიშროებისგან იქნებიან დაცული. პროექტის თანახმად, კედლის სიგრძე 43 მეტრს შეადგენს. სამუშაოებს ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „კლასიკ სტროი“ აწარმოებს.

 კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის მე-2 და მე-3 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტიპის - Street Workout  ტრენაჟორები დამონტაჟდა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.

პროექტის ბოლო ეტაპზე, მოედანზე რბილი საფარი დაიგება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ემ ემ“-ი ასრულებს. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics