03:29 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 16:03:59, 1203 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებას - Wings for Life World Run უერთდება

 „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძებას- Wings for Life World Run-ს უკვე მეხუთედ უერთდება. საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, საკუთარი თანამშრომლების გაერთიანება და მოტივაცია  იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც საქველმოქმედო მისია ჰქვია. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა.  სხვადასხვა წლებში საქართველოს ბანკის 300-მდე თანამშრომელმა რბოლაში მონაწილეობით საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა მარათონის ორგანიზებასა და მისი მისისის განხორციელებაში. 

„საქართველოს ბანკის“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალოდ თანხების მობილიზებას და საქველმოქმედო მისიის განხორციელებას, რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევცალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ბანკის 100-მდე თანამშრომელი დიდი ენთუზიაზმით ერთვება აღნიშნულ მარათონში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.

Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. შემოწირულობის გასაზრდელად თითოეულ კილომეტრსაც მნიშვნელობა აქვს. მარათონიდან შემოსული თანხის 100% მოხმარდება კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. აღნიშნულ მარათონში გასულ წელს მონაწილეობა 200-მდე კომპანიამ მიიღო.

 

 

(R)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics