02:14 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 15:46:49, 1168 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე თბილისელებს ახალი რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შერჩევას სთავაზობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის თქმით, უკვე გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წლის ბოლომდე თბილისში  220 ერთეულ რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს.

„მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი  ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ.  „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ თბილისელებს. ახლა რვამეტრიან ავტობუსებთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდება ამ ავტობუსების ორი კონკრეტული ფერი და მინდა თქვენი ჩართულობა, მოსაზრებებიც მოვისმინო და ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩემთვის თქვენი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება აქტიურობა და ერთობლივად მივითებთ გადაწყვეტილებას რვამეტრიანი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics