02:14 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 15:06:41, 1462 ნახვა

საზოგადოება
3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ გახსნეს.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ფორუმების მიზანს, დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს.  

ამ ეტაპზე, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. 

ფორუმის მონაწილე კომპანიებს შორის იყვნენ: „გუდვილი“, „ვენდისი“, „სპარი“, „ჯიბე“, „ნიკორა“, „სუფთა სახლი“, „ჯიდიელი“, „თბილისისერვისჯგუფი“, „ვიქტორია სექიურითი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „რითეილ ჯგუფი“, აჭარა ჯგუფი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „გორგია“  და სხვა.

დასაქმების ფორუმი თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას ინიციატივით გაიმართა და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენდნენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.

ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო  პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. 2018 წელს, სააგენტოს პროგრამების საშუალებით, ჯამში, 2000-მდე  ადამიანი დასაქმდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics