|
2019-05-03 14:23:03, 2059 ნახვა
კომენტარი
გომელაური: 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა
„2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა; მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე დაიწყო, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. „2018 წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-მდე კვლავ იბრძვის ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. ქვეყანაში მათ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, სამსახური განაგრძობს მუშაობას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, მის საქმიანობაში მონაწილეობისა და დახმარებისათვის, უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გავლენა იქონია საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრების ტენდენციაზე. 2018 წელს, სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა. სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს. შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას. აღსანიშნავია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა. დოკუმენტი შემუშავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით. სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შექმნის პროცესში გავიზიარეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აქტიურად ვთანამშრომლობდით სტრატეგიულ პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)