|
2019-05-03 10:26:02, 1231 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია: ზუგდიდში 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, დღეს, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი, დევნილთა საჭიროებებს გაეცნო. ასევე, ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. გიორგი შენგელია ასევე, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს მომავალში კი დამატებით 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა დაიწყება. "მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს, 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს. აქ მცხოვრებ დევნილებს წარედგინათ ის განსახორციელებელი პროექტები, რომლლებიც განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის, ჯანდაცვის კუთხით დახმარბითვის და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულნი შესაბამის სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციაში, რათა მოხდეს გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. ზუგდიდში, 2013 წლიდან დღემდე ბინა 900 მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით 459 დევნილ ოჯახს გადაეცა.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)