|
2019-05-02 13:34:58, 1791 ნახვა
კომენტარი
ქანთარია გახარიას - თქვენ აღმოგაჩნდათ უნარი, კრიზისულ სიტუაციაში დაიცვათ წონასწორობა და მდგომარეობა ჩააცხროთ
„გამორჩეული მინისტრი ხართ და არ მიკვირს, რომ გარკვეული ოპოზიციური ფლანგიდან თქვენს გადადგომას ითხოვენ“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატმა პანკისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შს მინისტრს კრიზისული სიტუაციების ჩაცხრობის კარგი უნარი აღმოაჩნდა. „რასაც ახლა ვიტყვი, არის ფაქტი და არავითარი გადაჭარბება. იმედი მაქვს საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს ამ ფაქტს, რომ თქვენ, ბატონო გიორგი, აღმოგაჩნდათ უნარი, როდესაც ადამიანს შეუძლია, კრიზისულ სიტუაციაში დაიცვას წონასწორობა და მდგომარეობა ჩააცხროს. ამ მხრივ ხართ გამორჩეული მინისტრი. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ და თითოეულ პოლიციელს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს და ასეთ დროს სრულიად არ მიკვირს, ბუნებრივია, რომ გარკვეული ოპოზიციური ფლანგიდან ითხოვენ თქვენს გადადგომას. ეს აბსოლუტურად ადვილი გასაგებია, უნდათ მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც კი არ ჩააცხრობს კრიზის, არამედ პირიქით გზას მისცემს მღველვარებას. რაც შეეხება კითხვას, ჩვენ რამდენად გვაქვს ტრადიცია იმის, რომ შენდებოდეს ნაგებობა და მას იცავდეს გაძლიერებული პოლიციის კორდონი? ვფიქრობ, რომ არა. იცოდით თუ არა თქვენ, რომ პანკისში ჰესის დაწყების დროს, გაიგზავნა იქ 35 თუ 40-მდე პოლიციელი და ვისგან უნდა ყოფილიყო დაცვა, ბუნებრივია, არა დათვებისა და მგლების, არამედ, ხალხისგან. თუ ეს ინფორმაცია იყო, რატომ იყო გულუბრყვილოდ, რომ ისინი მორიდებოდნენ პოლიციელს? შეიძლება, იმ დღეს მოერიდებოდნენ, მეორე დღეს არა. იმ სურათის თანახმად, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არა მგონია რომ იყო მხოლოდ ჰესზე დაგროვილი უარყოფითი ენერგია. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დიდი ხნის დაგროვილი, მგრძნობიარე პრობლემების გამო უარყოფითი მუხტი. ეს არის კითხვა, თუ იცოდით ამ უარყოფით მუხტის შესახებ, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და არა სხვა ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შემდეგ მოხდა და კიდევ ვამბობ, ამ სიტუაციაში თქვენ გამოიჩინეთ წონასწორობა და ოქროს შუალედის პრინციპი, რაც ძალიან იშვიათია და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი აფასებს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)