|
2019-05-01 13:26:00, 1766 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი ოხანაშვილს: რა მიიღეთ ამ პროცესიდან გარდა იმისა, რომ ოდესღაც მურუსიძე-ჩინჩალაძის პანთეონის წევრი იქნებით?
„რა მიიღეთ თქვენ პირადად ბატონო ანრი ამ პროცესიდან გარდა იმისა, რომ ოდესღაც იმ პანთეონის წევრი იქნებით სადაც მურუსიძე და ჩინჩალაძე იქნება?“, - ასე კითხვით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა იმ პრინციპს გადაუხვია, რის გამოც ქვეყანაში პირველი ოქტომბერი შედგა. „მე ვუერთდები კანონპროექტის მოსამედან მეორე მოსმენაზე დაბრუნების იდეას, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული ერთის გარდა და ისიც ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერით არის დაფიქსირებული. ამ გადმოსახედიდან, ეს პროცესი რაც გაიარეთ, რის ფასადაც გაიარეთ, იმ ადამიანების გამო გაიარეთ გუშინ სამარცხვინო ეთერში რომ იჯდა და თავზე კიდევ უფრო მეტ ლაფს ისხამდა? ამათთვის აკეთებთ? რისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს? გინდათ რომ თქვენი სახელი მომავალში ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან ასოცირდებოდეს? რა არის ამის ფასი უბრალოდ არ მესმის. ამ პროცესში დაზიანდა „ქართული ოცნება“, ჩვენი სახელმწიფო, იმიტომ რომ ყველა იმ პრინციპს გადაუხვიეთ, რის გამოც შედგა ამ ქვეყანაში პირველი ოქტომბერი. რა მიიღეთ თქვენ პირადად ბატონო ანრი ამ პროცესისგან გარდა იმისა, რომ ოდესღაც იმ პანთეონის წევრი იქნებით სადაც მურუსიძე და ჩინჩალაძე იქნება. ეს მიიღეთ ? უბრალოდ მაინტერესებს“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)