00:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 18:44:15, 1778 ნახვა

საზოგადოება
„სუხიშვილები, სირცხვილია!“ - მოქალაქეთა ნაწილი ანსამბლს მოუწოდებს „ოჯახის სიწმინდის დღეს“ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს

17 მაისს, საპატრიარქოს დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით, სამების ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები მიიღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კამპანია "სუხიშვილები, სირცხვილია!" დაიწყო. კამპანიის ორგანიზატორები სუხიშვილებს მოუწოდებენ რეპუტაციას გაუფრთხილდნენ და კონცერტში მონაწილეობა არ მიიღონ. 

"მოვუწოდებთ სუხიშვილებს უარი თქვას 17 მაისს, საპატრიარქოს გალა კონცერტში მონაწილეობაზე!  17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!! ამ დღის აღნიშვნას ლგბტქ ადამიანები 2012 წლიდან ცდილობენ. 2012 წლისა და 2013 წლის 17 მაისების საზარელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ ამ დღეს "ოჯახის სიწმინდის დღე" დაარსა და ამ გზით წლებია 17 მაისს ლგბტქ ადამიანები განდევნილები არიან საჯარო სივრციდან და ვერ იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას! მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია!  გააზიარეთ ეს ივენთი და გამოიყენეთ ჰეშთეგები:  #ნუიქნებიგრინჩი #არმოიპარო #17მაისი", - წერია ინფორმაციაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics