|
2019-04-30 18:16:26, 1454 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ამ მოვალეობას ღირსეულად ასრულებთ
იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მოვალეობას, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილე სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ქართველი ჯარისკაცების სიმტკიცეზე, თავდადებასა და გმირობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართულმა ჯარმა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა. "28 წელია, ქართული შეიარაღებული ძალები არსებობს და ეს 28 წელი აღსავსე იყო გამოწვევებით საქართველოსთვის. თქვენ ყველაზე დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს წარმატებაში იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინგეტრაცია", - განაცხადა პრემიერმა. "ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, მის თავისუფლებასა და ღირსებას, მათი ხსოვნა უკვდავია. მე ქედს ვიხრი მათი და მათი ოჯახების წინაშე და პატივს მივაგებ მათ სახელებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს. „ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სამხედროების მხარდამხარ ისინი მსოფლიოში მშვიდობის სადარაჯოზე დგანან. ჩვენ დიდად ვაფასებთ მათ ღვაწლს უსაფრთხო მსოფლიოსთვის და ვამაყობთ იმით, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა სახელი გაითქვეს, როგორც თავდადებულმა და შეუპოვარმა მეომრებმა. ნებისმიერი ერისა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი აზროვნება იზომება იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ საქართველოს სუვერენინტეტს, თავისუფლებას, ღირსებასა და უსაფრთხოებას", - აღნიშნა პრემიერმა. ვაზიანის მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში სტუმრობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)