19:21 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 09:48:17, 842 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბოლნისის რაიონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ნარიმან მ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზში, ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ სახლში, მეუღლე - 1951 წელს დაბადებული სამარგანდ მ. საკუთარი ორლულიანი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. სამარგანდ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

„მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მხილებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით გულმკერდის არეში თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი ნარიმან მ. მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11- პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics