23:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-26 14:26:34, 1393 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.

სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics