|
2019-04-25 16:23:57, 1855 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას
„ყოველთვის ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ მივიღოთ ყველა ზომა ამ კუთხით პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთერთი უმთავრესი მიღწევაა, რასაც ქვეყანა განსაკუთრებულად უფრთხილდება. „ჩვენ კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს, რომელიც ამ მიღწევიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესაბამისი ვალდებულებები შევასრულოთ. პარლამენტი ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული. მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან მაქსიმალურად აგვერიდებინა. გვაქვს ასევე, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მეც, როდესაც მაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე გამოწვევებზე ამ მიმართულებით",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე - რა მექანიზმების გამოყენებას გეგმავს ხელისუფლება, რათა უვიზო მიმოსვლა ბოროტად არ იქნეს გამოყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საუბარი სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმზეა. „მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ვიდრე ადამიანი სასაზღვრო კონტროლს შესაბამის ქვეყანაში გაივლის, მანამდე გარკვეული ზომები ჩვენც მივიღოთ იმისათვის, რომ ამ უფლებით ბოროტად სარგებლობა არ მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრივილეგიას კეთილსინდისიერად იყენებენ და შესაბამისად, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ იმ ადამიანების გამო, ვინც შესაძლოა, ბოროტად იყენებდნენ ამ პრივილეგიას. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, უნდა დავიცვათ მიღწევა - ვიზალიბერალიზაცია და ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგმება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)