|
2019-04-25 14:57:54, 1055 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - დიდი რიყეთის, რიყეთის, დანისპარაულისა და შუასოფლის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრებზე მოსახლეობამ მერობის კანდიდატს შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მეწყერსაშიშ ზონებში გაბიონების მშენებლობა და სათიბ სავარგულებში გზების მოწესრიგება სთხოვა. „გამარჯვების შემთხვევაში, მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ თქვენი დღევანდელი მოთხოვნები შესრულდეს. არ ვისაუბრებ იმაზე, რაც აქამდე გაკეთებულა, რადგან ამას ისედაც ხედავთ. ვილაპარაკებ, მხოლოდ იმაზე, რაც ამის შემდგომ გვაქვს მოსაგვარებელი. დაწყებულია გზების კეთილმოწყობა, რაც, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. აგრეთვე ჩვენს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება. ეს ადმინისტრაციული ერთეული, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, კურორტ გოდერძისთან ახლოს არის, ამიტომ ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. გპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას, რომელიც თავისთავად გააუმჯობესებს თქვენს ყოფა-ცხოვრებას“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)